01:17 | 2020-05-05 ავტორი: თამთა თორდია

ღია რესტორნები დაგეგმილზე ადრე შეიძლება გაიხსნას 

ღია რესტორნები დაგეგმილზე ადრე შეიძლება გაიხსნას 

ვინაიდან შეზღუდვების გარკვეულწილად ვადაზე ადრე ნაწილობრივ მოხსნა დავიწყეთ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მომდევნო ეტაპიდან რა შეიძლება წინა ეტაპზე გადმოვანაცვლოთ, – ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, შეიძლება ღია რესტორნების ნაწილის გახსნამ გარკვეული ვადით გადმოიწიოს.

 

სილამაზის სალონები კი უფრო მეტად რისკის შემცველია და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.

 

შეზღუდვების ხანგრძლივი ვადით არსებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის, გვესმის ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

 

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვები გაცილებით ადრე რისკების მართვით, თანმიმდევრუდალ მოვხსნათ.

 

შეიძლება ღია რესტორნების ნაწილის გახსნა გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები უფრო მეტად რისკის შემცველია და ყველაფერზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

შეგახსნებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, ღია ტიპის რესტორნები 1 ივნისიდან იხსნება.

ავტორი: თამთა თორდია

X