21:51 | 2020-12-07 ავტორი: Prime Time

„ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას…“ – ნიკა გვარამიას კიდევ ერთი მიმართვა

„ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას…“ – ნიკა გვარამიას კიდევ ერთი მიმართვა

„ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას: რას ნიშნავს დაუსრულებელი არ გასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?

ღმერთმა დალოცოს ნიკა გვარამიას შვილები და ოჯახი - მამა შალვა კეკელია
2020-12-06ღმერთმა დალოცოს ნიკა გვარამიას შვილები და ოჯახი - მამა შალვა კეკელია

 

 

რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია?“,- ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

 

„თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – ქართულ ოცნებასთან.

 

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

 

„მთავარი არხის“ სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან),

 

გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;

 

დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“,- წერს ნიკა გვარამია.

 

ავტორი: Prime Time

X