
რეზო ჩხეიძის „ღიმილის ბიჭები“ – ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა.
მათ II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ.
აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე. მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან.
ასე გამოიყურებიან დღეს ფილმის მთავარი პერსონაჟები – კახა ქორიძე (თემური) და გოჩა ლომია (ბოლოკა).
პირველ ფოტო 1969 წელს არის გადაღებული (კადრი ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“), მეორე ფოტო კი 50 წლის შემდეგ. ამჟამად გოჩა ლომია 68 წლის, კახა ქორიძე 70 წლის არის…
























