23:06 | 2020-09-17 ავტორი: თამარ გონგაძე

“ღმერთის შექმნილი ვარ. მისი ნებაა ვირუსი შემეყრება, თუ კიბეზე დავგორდები” – ხატია სიჭინავა

“ღმერთის შექმნილი ვარ. მისი ნებაა ვირუსი შემეყრება, თუ კიბეზე დავგორდები” – ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, ვინც სკოლების გამოკეტვისა და ონლაინ სწავლების წინააღმდეგია. მის აზრს ბევრი მშობელი იზიარებს, ბევრიც – წინააღმდეგია.

 

სჯერა თუ არა, ოთხი შვილის დედას კორონავირუსის, რას აპირებს, თუკი სკოლიდან შვილი დაინფიცირებული მოუვა და ზოგადად, ვის უწოდებს ზომბირებულთ – წაიკითხეთ სიჭინავას მოსაზრება.

 

ხატია სიჭინავა: – ვირუსი არსებობს, ისევე როგორც, არსებობდა ყოველთვის რაღაც ტიპის ვირუსები. კორონავირუსი იმისთვის იყო შექმნილი, რომ ლეტალურად დამთავრებულიყო, მაგრამ ღმერთის შექმნილი ადამიანის იმუნიტეტმა აჯობა და დაამარცხა ეს ვირუსი. ის ჩვეულებრივ ვირუსად იქცა. აღარ არის საშიში და საგანგაშო. ჩემი შვილების ხელში ბევრად საშიში ვირუსები მაქვს გავლილი. ძალიან სიმპტომიანები!

 

აჭარაში ოთხივე შვილით ერთი თვე დავყავი. აბსოლუტურად ყველგან დავდიოდი, თუკი სადმე ხალხთმრავლობა იყო. არაფერი არ დაგვმართნია. მთელი თბილისი იქ იყო. აი, სად არის, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ვირუსი დაუდგინეს? უამრავი მეგობარი მყავს აჭარაში და ყველას ვეკითხები, იცნობთ ვინმეს, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა? არა, არ ვიცნობთო. უსიმპტომო ხალხი ჰყავთ გადაყვანილი. უსიმპტომო ვირუსი ვერ ამოვხსენი, რა არის.

 

2020-09-17"ერთმანეთის შეხება გვეკრძალება... მასწავლებელს პირბადის ჩამოხსნა არ შეუძლია" - როგორ ასწავლიან იტალიის სკოლებში

 

იცით, რა მაინტერესებს, პირველ ოქტომბერს რომ სკოლები განახლდება, მანამდე კორონას აცილებენ? ემშვიდობებიან? ლოგიკას ვერ ვხვდები. დარწმუნებული ვარ, ეს პანიკა სჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნები გვიახლოვდება და ტაში დავუკრათ. ამას ვერ ეღირსებიან, ხალხმა გამოიღვიძა.

 

ოღონდ სკოლები გაიხსნას და თანახმა ხარ, შვილმა ვირუსი მოგიტანოს?

 

– მოიტანოს ვირუსი, მოვარჩენ, რა პრობლემაა?! საერთოდ არანაირი ვირუსის არ მეშინია. შარშან ჩემს შვილს H1N1 შეხვდა. კლინიკაში რიგები ქუჩიდან იწყებოდა, სახლში გამოვიძახე გადასხმა და თვითონ ვუმკურნალე.

 

პროფესორმა ივანე ჩხაიძემ თქვა, რომ ბავშვები არ არიან გადამტანები. თუკი ვინმეს ფეხებზე ჰკიდია შვილის განათლება, ოღონდ სახლში ეჯდეს და ეშინია, მაშინ ნუ გამოუშვებთ. ვისაც არ გვეშინია, სკოლებში გავუშვებთ შვილებს. ახლა სეზონური გრიპები იწყება, რომელსაც თავს ვერავინ დააღწევს. გაუყრიან ცხვირში ჩხირს, აღმოაჩენენ ანტისხეულებს, რომელიც ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში ფიქსირდება და კოვიდს მიაწერენ. დავჯდეთ მაშინ სახლში და აღარ გავიდეთ გარეთ.

 

ჯერ გახდება ავადმყოფი და მერე შეიძლება მოკვდეს - რას ფიქრობენ ბავშვები COVID-19-სა სა ახალ სასწავლო წელზე
2020-10-01ჯერ გახდება ავადმყოფი და მერე შეიძლება მოკვდეს - რას ფიქრობენ ბავშვები COVID-19-სა სა ახალ სასწავლო წელზე

 

ნამდვილად არ ვაპირებ სოროში ცხოვრებას. ვერ დავიმალები, არ მეშინია. მე ღმერთის შექმნილი ვარ. მისი ნებაა ვირუსი შემეყრება და იმით მოვკვდები, თუ ფეხი გადამიტრიალდება კიბეზე, დავგორდები და თავს დავარტყამ.

 

ჩემი შვილები ონლაინ ვერ სწავლობენ, ვერც ვერავის შვილები სწავლობენ ასე. ზოგიერთს საერთოდ კომპიუტერი არ აქვს, ზოგს – ინტერნეტი. ზოგს ამის გადასახდელი ფული.

 

– წერ, ზომბირებული ადამიანები გარეთ ნუ გამოხვალთო და ვის მიიჩნევ ზომბირებულებად?

 

– ზომბირებულია ის, ვისაც ჰგონია, რომ მთავრობა პირველ ოქტომბერს კორონას გააცილებს. რატომ არ იქნება სწავლის დაწყება საშიში პირველ ოქტომბერს და რატომ არის საშიში ის დღეს? კორონა და ყველა ვირუსი რჩება ამ სამყაროში. არ მიდის, არაა!

ავტორი: თამარ გონგაძე

X