
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა აბიტურიენტები დალოცა.
„იწყება ეროვნული გამოცდები. მისი უწმინდესობის სახელითა და ლოცვა-კურთხევით, გადმოგცემთ პატრიარქის დალოცვას.
ღმერთმა მოგცეთ სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოთ. სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები და ყველამ წარმატებით ჩააბაროთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი სახით საქართველოს მომავალი, ახალგაზრდობა“,- მიმართა მეუფე დანიელმა აბიტურიენტებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება – რა წესების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს























