
თბილისში, საბურთალოზე ახალაშენებულ კორპუსს ფანჯრებს აშენების შემდეგ უკეთებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.
„ღმერთო, მართლა დაგვეხმარე… ნეტავ როდის დასრულდება ეს ანარქია ამ მშენებლობებზე, ეს ამდენი დაუმთავრებელი სახლები, სულ დარღვევებით რო იბარებენ“, – ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.






















