
საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში ქართველი ემიგრანტი გიორგი შოთაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„საბერძნეთის ქალაქ რიკალას ციხეში გარდაიცვალა პატიმარი, გიორგი შოთაძე ქუთაისიდან. უკარგესი უკეთილესი ადამიანი… გთხოვთ, მოვიხსენიოთ ლოცვებში ვისაც შეგვიძლია. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, იავარდი შენ სპეტაკ სულს
ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით,“ – წერს შოთო სიხარულიძე.
როგორც „პრაიმტაიმს“ შოთო სიხარულიძემ უთხრა, ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე თვეში თავისუფლდებოდა. ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















