
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ქალბატონის პოსტს ეხმაურება, რომელმაც მას ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავი უწოდა.
„არ უნდა ქვეყანა სადაც კულუმბეგოვი ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავია და კიდევ ბევრი რამე არ უნდა. ეჰ რაში იხარჯება ამდენი ადამიანური ემოცია და რესურსი, ფაქტია რაღაც ძალიან შესაცვლელი გვაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში ღმერთო გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე გთხოვ“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე დაგაინტერესებთ:






















