11:00 | 2020-06-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება არ დადგება – მარინა ეზუგბაია

ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება არ დადგება – მარინა ეზუგბაია

„მე მგონია ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, რადგან საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება და აღარ მგონია, რომ მათი კონტაქტების გავრცელება მოხდეს“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა დაიწესოს შეზღუდვები.

 

„ჩვენ ყველაზე მძიმე პრობლემა გვქონდა ბოლნისის ორ სოფელთან. აქაც უკვე მგონი ბოლოში გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება. თუ იქაც არ გვექნება დადასტურებული შემთხვევები, ეს ნიშნავს, რომ გავიარეთ ბეწვის ხიდი და არ მგონია მერე იყოს რეგულაციებზე საუბარი.

 

ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ არ არის საჭირო ქვეყანამ დააწესოს ეს წესები. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები, ჩვენს თავებს მოვუფრთხილდეთ. ეს იქნება ყველაზე კარგი გამკაცრებული ღონისძიება“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება
2020-06-01დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გმაოჯანრმთელებულია 624.

 

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X