
„სეუ-ს“ უნივერსიტეტი კოვიდინფიცირებული 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„SEU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების გამო!
ვახო იყო სამართლის პროგრამის სტუდენტი, ის ასევე იყო წარმატებული ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ვახო კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა!
ვუსამძიმრებთ ვახოს ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას“, – წერია სამძიმრის წერილში.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























