
„სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ლიდერი გიორგი ვაშაძე ბათუმის აგრარულ ბაზარს სტუმრობდა.
მოვაჭრეებთან გასაუბრება პოლიტიკოსმა საკუთარ ფეისბუქზე ლაივში ჩართო.
ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც გიორგი ვაშაძეს ერთგულ მხარდამჭერად გაეცნო.
„ყველაზე მზარდი რეიტინგი თქვენ გაქვთ… ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ძილშიც გახსოვთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი“, – მიმართა მხარდამჭერმა ვაშაძეს.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა: „დღე და ღამე მაგაზე ვფიქრობ, რომ ერთად დავდგებით და გავიმარჯვებთ“..






















