23:13 | 2020-06-07 ავტორი: Prime Time

ღვინო, ხაჭაპური, ხინკალი – ლეიკემიით დაავადებული ამერიკელი მეთიუს ახდენილი ოცნება

ღვინო, ხაჭაპური, ხინკალი – ლეიკემიით დაავადებული ამერიკელი მეთიუს ახდენილი ოცნება

ამერიკელი მეთიუ ვოლტერს ერთი წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

 

მას ქართული კერძების დაგემოვნება სურდა, რაზეც ამერიკაში საქართველოს საელჩომ იზრუნა, რომლის შეფ-მზარეულმაც ვაშინგტონიდან ოჰაიოში 17-საათიანი მგზავრობა მოუწია.

 

56 წლის უსინათლო მარნეულელი კაცის ისტორია
2020-06-0756 წლის უსინათლო მარნეულელი კაცის ისტორია

 

„2 დღე გავატარე ულამაზეს თბილისში, მეტხანს მინდოდა დარჩენა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი. თქვენი ტაძრები ულამაზესია. მათი უამრავი ფოტო მაქვს. მეგობრები ხშირად ყვებოდნენ საოცარ ქვეყანაზე, საქართველოზე, რომელიც აუცილებლად უნდა მომენახულებინა.

 

ერთხელაც, სტამბოლში მუშაობისას ქართულ რესტორანში მოვხვდი და მას შემდეგ ქართული სამზარეულოს ფანი ვარ. განსაკუთრებით წითელმა ღვინომ, ხაჭაპურმა და ხინკალმა მომხიბლა.

 

თბილისში პირველ დღეს საშინლად დავთვერი და მახსოვს ქართული ლიმონათი, რომელიც დილით ნაბახუსევზე დავლიე. დღემდე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყო“, – განუცხადა, მეთიუმ ოჰაიოში ჩასულ „იმედის კვირას“.

 

მეთიუ ვოლტერის ახდენილი ოცნება

მეთიუ ვოლტერის ახდენილი ოცნება.#იმედისკვირა

Posted by TV Imedi on კვირა, 07 ივნისი, 2020

ავტორი: Prime Time

X