12:39 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

ღვთისმოშიშობა უფრო ძლიერია, ვიდრე კანონმორჩილება – ტიკარაძე

ღვთისმოშიშობა უფრო ძლიერია, ვიდრე კანონმორჩილება – ტიკარაძე

ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება სოციალური დისტანცია, რომელიც სავალდებულია, ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება – ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

 

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ეკლესია საკუთარი მრევლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

„ეკლესიიის შემთხვევაში, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მოლოდინი გვაქვს. ვინაიდან მან ეს მაგალითი გვაჩვენა. საქართველომ, ეკლესიამ კარგად გაიაზრა ყველა ის რისკი, რომელიც იტალიაში იყო.

 

იტალიის შემთხვევაში, მხოლოდ იტალიის მოქალაქეების ხარვეზი არ იყო. ვირუსის გავრცელების რისკის მხრივ მწირი ინფორმაცია იყო და მობილიზაციაც გვიან დაიწყო, რის გამოც ყოველივე განვითარდა. საქართველოს მაგალითს იტალიისას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევადარებთ“ -განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X