15:27 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ღვთისმშობელს სურს ჩვენი სახის ხილვა“ – საბერძნეთში დააკავეს სასულიერო პირი, რომელიც მრევლს პირბადის გაკეთებას უკრძალავდა

„ღვთისმშობელს სურს ჩვენი სახის ხილვა“ – საბერძნეთში დააკავეს სასულიერო პირი, რომელიც მრევლს პირბადის გაკეთებას უკრძალავდა

Orthodox Times-ის ინფორმაციით, საბერძნეთში, კალიმნოსის კუნძულზე საეკლესიო მსახური დააკავეს, რომელიც მრევლს მოუწოდებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ეკლესიაში მისვლისას პირბადეები არ გაეკეთებინათ.

 

როდიდან გამოიდარებს ზღვისპირეთში - სინოპტიკოსების პროგნოზი
2020-08-16როდიდან გამოიდარებს ზღვისპირეთში - სინოპტიკოსების პროგნოზი

 

„ღვთისმშობლის დღესასწაულზე პირბადე არავის უნდა ეკეთოს! ჩვენ არ უნდა ვავნოთ ღვთისმშობელს. ჩვენს დედას სურს ჩვენი სახის ხილვა. მას სურს ნახოს ჩვენი რწმენა! მას სურს ჩვენი კოცნა, დალოცვა. ღვთისმშობელო ჩვენ შენ გვიყვარხარ და დარწმუნებული ვარ, რომ შენი შვილები მოგანიჭებთ ამ სიხარულს. ნიღაბს არავინ გაიკეთებს”, – წერს მღვდელი Facebook-ზე.

 

გამოცემის ცნობით, მღვდელს პოლიციაში კუნძულის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა უჩივლა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X