10:56 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და უფალი უფრო მოწყალე იქნება – მარინა ეზუგბაია

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და უფალი უფრო მოწყალე იქნება – მარინა ეზუგბაია

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ უფალი უფრო მოწყალე იქნება – ამის შესახებ ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ქვეყანა კორონავიურსს სხვა ქვეყნებზე მარტივად დაამარცხებს.

 

„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 3 მძიმე პაციენტი არის, რომელთა სიმძიმის განმაპირობებელი არის ასაკი და თანარსებული დაავადებები.

 

სამივე პაციენტთან არის პნევმონია, და განსაკუთრებულად მძიმედ არის ორთან პნევმონია. გუშინდელთან შედარებით დღევანდელ 24 საათში განსაკუთრებული პროგრესირება არ შეინიშნება, მაგრამ არის ყოველდღიურად სიტუაცია, რომ კლინიკურ მონაცემებში ყოველთვის ცვლილებაა.

 

ზოგადად ვთქვათ, რომ ამ პაციენტებთან სტაბილიზაცია მიღებული არ გვაქვს.

 

ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ უფალი უფრო მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ და როგორც სხვა ქვეყნებს დაემართა ისე იმედია არ დაგვემართება“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი.

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: Prime Time

X