
მომღერალი გია სურამელაშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი აზრი დააფიქსირა.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ცოტა ხნის წინ მისცა.
მომღერალი არჩევნებზე ბეწვის ქურქით გამოცხადდა.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.


ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















