
“ქარული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, მე-2 ტურში მიხეილ სააკაშვილს რევოლუციური სცენარის განვითარება სურს.
“რევოლუციური სცენარის განვითარება არის მთავარი, რასაც მეორე ტურის წინა პერიოდში გვპირდებიან და მეორე ტურის შემდეგაც და სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მოწოდება, მეორე ტურში გავიმარჯვებთ და ჩემი გამოშვებაც შორს არ არის იმ დღიდანო. ახლა შეცვალა – გამომიშვით, შეგროვდით და მეორე ტურს მე ჩავუდგები სათავეშიო. ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ დაძაბული დღეები გველის,”- აცხადებს გია ვოლსკი.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















