22:38 | 2021-09-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გიდების ასოციაცია – პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის

გიდების ასოციაცია – პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

 

გიდების მიერ FB-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი თაღლითური სქემები მრავალი წელია აწუხებს ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აღნიშნული დანაშაულის გახსნა ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია.

 

2021-09-22"გადასარევი დამთხვევა მოხდა. ღმერთი ჩემთან არის..." - რას გვიყვება ნანი ბრეგვაძე

 

„მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა აღნიშნული ტიპის თაღლითობის სქემა. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი თაღლითური სქემები მრავალი წელია აწუხებს ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებს და ქვეყნის სტუმრებს. აღნიშნულის აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გამოავლინეს და ბრალდებული პირი დააკავეს.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X