
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიგა ბოკერია „ნომერ პირველი გოიმია“.
მისი თქმით, ოპიზიცია „გოიმური ქცევებით და საუბრით გამოირჩევა“, რაც კარგად გამოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში.
„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან.
გოიმობა რა არის – ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
შეგახსენებთ, გუშინ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ„ასეთი მარგინალური და გოიმური ოპოზიციური სპექტრი მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”.
























