16:15 | 2020-05-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გიგა ბოკერია გახარიას – ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?

გიგა ბოკერია გახარიას – ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?

„ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ვინც ფეხებზე იკიდებს – „კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო“, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ?“, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

 

მისივე თქმით, პრემიერი „დიდ გულზეა ცივილიზებულ ოპოზიციასთან“.

 

თინა ბოკუჩავას გამოსვლამ პარლამენტში შს მინისტრი გაახალისა - რა რეაქცია ჰქონდა მას (ვიდეო)
2020-05-29თინა ბოკუჩავას გამოსვლამ პარლამენტში შს მინისტრი გაახალისა - რა რეაქცია ჰქონდა მას (ვიდეო)

 

„თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? და პოლიტიკური პასუხი არ გვაქვს მაგაზე.

 

დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ვინც ფეხებზე იკიდებს – „კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო“, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ? ეგ არის ქვეყანას რაც გამოადგება თქვენი აზრით? ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვთ, პოპულისტები ხართო და ხუთ დღეში გახსენით, ახლა მოგვისმინეთ? ინტერპელაციის გამო ტონი შეიცვალეთ?

 

იქნებ რაღაც გაიგოთ. ეს სისულეეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები. იქნებ გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც. მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X