16:18 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

გიგა ბოკერია მმართველ გუნდს აფრთხილებს

გიგა ბოკერია მმართველ გუნდს აფრთხილებს

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა

დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი - რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრობს
2020-06-01დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი - რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრობს

 

 

მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი შეთანხმების ჩაშლას აპირებს, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც არ უნდა მისიცენ ხმა.

 

„შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.

 

ჩვენ კი არა, „ევროპულ საქართველოს“ ან მთელს ოპოზიციას, ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია, დამშვიდება და შინაარსით მწავე, მაგრამ ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც დამარცხდება ივანიშვილი.

 

მაგრამ თუ შეთანხმების ჩაშლას აპირებენ, მაშინ ნუ მისცემენ ხმას ნურც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვნახოთ რა მოხდება“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება
2020-06-01საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება

 

 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისგან დაკომპლექტებული საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.

კომისია 9 წევრისგან დაკომპლექტდა, თუმცა ოპოზიცია შეხვედრას არ დაესწრო. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მოთხოვნა უცვლელია – გიორგი რურუას გათავისუფლება.

ავტორი: Prime Time

X