23:13 | 2021-03-05 ავტორი: Prime Time

გიგა ბოკერიამ პარლამენტში შესვლის პირობა დაასახელა

გიგა ბოკერიამ პარლამენტში შესვლის პირობა დაასახელა

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერია “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა „360 გრადუსში აცხადებს,რომ პარტია მზადაა შევიდეს პარლამენტში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ვადამდელი არჩევნების ან პლებისციტის ჩატარების შესახებ.

 

კითხვაზე, თუ შეთანხმება იქნება მიღწეული ვადამდელ არჩევნებთან ან პლებისციტთან დაკავშირებით და გათავისუფლდებიან პატიმრები, შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში და მიიღებენ თუ არა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ბოკერია პასუხობს, რომ თავად პარლამენტის წევრი ვერ იქნება, თუმცა, მისი პარტიის წარმომადგენლები ასეთ შემთხვევაში ამას გააკეთებენ, რადგან ეს „ლოგიკურია“.

 

„თუ პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებულ ყველა საკითხზე გვაქვს გადაწყვეტა, ანუ ის ამოცანები, რაც ქვეყნის წინაშე არის, გადაწყვეტილია, მათ შორის, ამ ინსტრუმენტის გამოყენება (ლოგიკურია) დიდი საქმის წინ წასაგდებად, როცა ირკვევა, რომ ვიდეო ფირი არსებობს ჩაყრის, როცა ჩანს, ვინ ყრის, სად ყრის, როცა არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებები განმტკიცებულია ვიდეოთი,“, – აცხადებს ბოკერია.

ავტორი: Prime Time

X