
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი „ევროპულ საქართველოსთან“ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა მის განცხადებაზე, სადაც ნათქვამი იყო: „როგორც ჩანს, [ტარიელ] ნაკაიძეს და [არმაზ] ახვლედიანს ადამიანებად არ თვლიან“.
„ეგ განცხადება როცა გავაკეთო, ცოტა გაბრაზებული ვიყავი, რადგან „ევროპული საქართველოდან“ შეურაცხყოფების ნაკადი მოედინება.
ლაპარაკით დაველაპარაკები ყველას, გიგა ბოკერისაც დაველაპარაკები, ჩერგოლეიშვილსაც კი დაველაპარაკები. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მანდატებით არიან წარმოდგენილნი – ეს ხალხი არსად არ ჩანს. ჩემი კოლეგაა, მინდა ვიცნობდე, არ მაქვს უფლება? მინდა თვალებში ჩავხედო იმ კაცს და მითხრას, რომ ის, რასაც შენ იძახი სისულელაო, როგორც ამბობს გიგა ბოკერია“, – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.






















