01:46 | 2020-05-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

გიგი წერეთელი – კონსპირაციებზე თუ ვილაპარაკებთ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას

გიგი წერეთელი – კონსპირაციებზე თუ ვილაპარაკებთ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, რუსთევის მე-16 საპატიმროსთან შეწყალებულებს ჟურნალისტები და თანაპარტიელები ელოდნენ. მათ შორის – გიგი წერეთელიც.

 

მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტს ამ ნაბიჯს უწონებს.

 

– როცა 8 მარტს შეთანხმება დავდეთ, მაშინ სამი ადამიანის გამოშვებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამ ეტაპზე ორი გამოვიდა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან. რაც უნდა ოპონირებას ვუწევდეთ სხვა საკითხებში, ამ ნაბიჯს ვუწონებთ.

 

– ფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება?

 

– ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა ეგ საკითხი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყველაფერს სხვა მართავს, მაშინ შეიძლება, რომ ეს ვიღაცისთვის ასეც იყოს მიჩნეული, მაგრამ პრეზიდენტმა გაახმოვანა და ჩემი აზრია, რომ ამ გადაწყვეტილებაში მისი წვლილიც იქნებოდა.

 

ამ შემთხვევაში იმაზე ლაპარაკი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სწორი არ იქნება, რადგან ქვეყენაში პოლიტიკური პროცესები ჩიხში შედიოდა და ეს ნაბიჯი იყო ამ ჩიხიდან გამოსავალი.

 

– ხელისუფლებას ხომ არ გაურიგდით და ეს შედეგი იმიტომ ხომ არ დადგა?

 

– კონსპირაციებზე თუ ვილაპარაკებთ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას. მთავარი ერთი საკითხია: ოპოზიციამ თავისი ფუნქცია შეასრულა, მოახდინა ზეწოლა, საერთაშორისო თანამეგობრობა იყო ძალიან აქტიური და პრეზიდენტმა ჩემი აზრით, სწორად შეაფასა სიტუაცია და სწორად მოიქცა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X