19:13 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში – ირაკლი ჩიქოვანი

გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში – ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ახლა, როდესაც რთული სიტუაციაა პოლიტიკური ქულების დაწერის დრო არ არის.

 

ჩიქოვანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ იგი მზად არის მძევლები ჩაანაცვლოს.

 

„მიმდინარეობს კონკრეტული ღონისძიებები, კონკრეტული დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ეს არის ისეთი ვითარება, როდესაც არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

 

გიგი უგულავას რა გაუკეთებია კრიზისულ ვითარებაში კარგად ცნობილია. გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „კურიერთან“ საუბრისას.

 

იხილეთ ვიდეო: 

 

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღის პირველ ნახევარში შეიჭრა, ამ დროისთვის მას მძევლად 19 პირი ჰყავს აყვანილი.

 

სპეცოპერაცია ზუგდიდში

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

„მძევლები დაჩოქილები ჰყავთ“ – ექსკლუზიური ფოტოები ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის” ოფისიდან

 

ვიდეო: ზუგდიდში, ბანკში მძევლად აყვანილმა მოქალაქემ თავდამსხმელებს თავი სახანძრო კიბის საშუალებით დააღწია

 

„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)

 

მძევლების და მოქალაქეების უსაფრთხოების გამო, „პრაიმტაიმმა“ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეწყვიტა

 

იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო

ავტორი: Prime Time

X