16:23 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

„გილოცავთ! ტაბლეტი, რომელმაც კოვიდინფირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკი გაანახევრა“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„გილოცავთ! ტაბლეტი, რომელმაც კოვიდინფირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკი გაანახევრა“ – ბიძინა კულუმბეგოვი

კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

 

სასწაული არ მოხდა - მილიონერი პატარძალი, რომელიც საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა, კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა
2021-10-02სასწაული არ მოხდა - მილიონერი პატარძალი, რომელიც საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა, კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა

“კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან, სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!”,- წერს კულუმბეგოვი.

 

 

ცნობისთვის, კომპანია Merck-ის ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X