15:31 | 2021-02-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე კომენდანტის საათის დროს გამართულ აქციაში მონაწილეობის შემდეგ 2 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ბარამიძე თავად სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბარამიძე ამბობს, დაჯარიმებულია მისი მეუღლეც.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.

 

საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა - რა ინციდენტი გაიხსენა კახა კალაძემ
2021-02-10საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა - რა ინციდენტი გაიხსენა კახა კალაძემ

 

ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.

 

ამიტომ ცხადია არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ. არა პოლიტიკურ შეზღუდვებს“,- წერს გიორგი ბარამიძე.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X