11:49 | 2021-09-24 ავტორი: Prime Time

გიორგი ფხაკაძე არავაქცინირებულებისთვის საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ფხაკაძე არავაქცინირებულებისთვის საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.

დედოფლისწყაროში, კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
2021-09-24დედოფლისწყაროში, კორონავირუსით 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

 

„ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები.

 

ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – „გრძელი კოვიდის“ პაციენტებში. მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდ ეპიდემია. სამედიცინო პერსონალი დაიღალა. სამედიცინო აპარატურა დაიღალა. ყველა დაიღალა.

 

უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ: ალერგიული ხარ?! – აიცერი. დიაბეტი გაქვს?! – აიცერი გული გაწუხებს?! – აიცერი.

 

ვენები გაწუხებს?! – აიცერი. ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი. ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი. ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი.

 

თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი. ჰერპესი გაქვს?! – აიცერი. ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი. ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი.

 

ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი. რამე გაწუხებს?! – აიცერი. გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე ნახეთ – გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის ⇓

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X