10:38 | 2021-05-25 ავტორი: Prime Time

გიორგი ფხაკაძე ასახელებს დროს, როდის დასრულდება „ვუჰანური“ ვირუსი საქართველოში

გიორგი ფხაკაძე ასახელებს დროს, როდის დასრულდება „ვუჰანური“ ვირუსი საქართველოში

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ფხაკაძე ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიცაა ვაქცინაცია, ვირუსის ახალი შტამები, ქვეყნებთან საზღვრების გახსნა და ა.შ.

 

ერთ-ერთი მთავარი კითხვა მაინც ის არის, როდის დამთავრდება კოროვირუსის პანდემია. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.

 

კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში.

 

ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა. ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.

 

რა ხდება, როცა გასაყიდ ნივთზე კითხულობთ ფასს და გეუბნებიან - „პირადში მოგწერთ“ - მაკა რაზმაძე გამოცდილებას გვიზიარებს
2021-05-24რა ხდება, როცა გასაყიდ ნივთზე კითხულობთ ფასს და გეუბნებიან - „პირადში მოგწერთ“ - მაკა რაზმაძე გამოცდილებას გვიზიარებს

 

უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ 19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.

 

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

 

პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა. საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით. მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

 

 

იგი ახალ შტამებთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა და ამ ფაქტზე არ უნდა ვინერვიულოთ.

 

 

 

ნახეთ ვიდეო

 

 

ავტორი: Prime Time

X