16:48 | 2021-11-23 ავტორი: Prime Time

გიორგი ფხაკაძე „კომირნატის“ შესახებ წერს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის

გიორგი ფხაკაძე „კომირნატის“ შესახებ წერს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი ვაქცინის შესახებ წერს და საზოგადოებას ახალ ინფორმაციას აწვდის.

2021-11-23"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის მცდელობა - რა ხდება ქეთევან წამებულის გამზირზე

 

„საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის კომირნატი?!

 

პასუხი:

 

ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech) მიერ შემუშავებული და ამერიკული ფარმა გიგანტის, ფაიზერის (Pfizer) მიერ დამზადებული კოვიდ ვაქცინა. კომერციული სახელით “კომირნატი” COMIRNATY® (Tozinameran).

 

მარტივად, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინა (Pfizer-BioNTech COMIRNATY® (Tozinameran) Covid-19 vaccine).

 

შეგახსენებთ, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინის ვადა არის 9 თვე. ის უნდა იყოს შენახული-80 გრადუსზე ტრანსპორტირების დროს, ხოლო უშუალოდ მოხმარების დროს ის შეიძლება იქნას შენახული 2 – 8 გრადუსიან მაცივარში 31 დღემდე.

 

გახსოვდეთ, სამედიცინო პირბადე რჩება თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად. აცრის შემდეგ მაინც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X