17:06 | 2021-07-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი ფხაკაძე პანდემიის შეჩერების 3 მთავარ პრინციპზე საუბრობს

გიორგი ფხაკაძე პანდემიის შეჩერების 3 მთავარ პრინციპზე საუბრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მათ შორის „ლამბდა“ ვარიანტის შესახებ „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.

 

 

„შორეული ნათესავია ინდური შტამის. ძირითადად ლათინურ ამერიკაში ვრცელდება. ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში, რომელზეც ვიძახი, რომ ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის K404N, რომელიც მართლა საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში,  ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია,“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X