
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის მონასტერში იმყოფებოდა.
„გილოცავთ მარიამობას“,- გიორგი გახარიაას ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ამ წარწერით ქვეყნდება ხობში გადაღებული ფოტოები.




დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.






















