11:04 | 2020-05-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გიორგი გახარია – ყველას, ვინც არ დაემორჩილება შეზღუდვებს, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს

გიორგი გახარია – ყველას, ვინც არ დაემორჩილება შეზღუდვებს, პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს

ყველა ის ადამიანი, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს რა თქმა უნდა პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამართალდამცველებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ კანონის დარღვევას უპასუხონ ლეგიტიმურად და თან ისე, რომ იზრუნონ თითოეულ მოქალაქეზე.

 

„არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღეს მსოფლიო, მათ შორის საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვების მიუხედავად ე.წ. უკვდავი პოლკი და რამდენიმე პრორუსული ორგანიზაცია აქციის გამართვას გეგმავს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X