16:55 | 2020-04-29 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გიორგი გახარია მსოფლიო ბანკსა და მის რეგიონულ დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

გიორგი გახარია მსოფლიო ბანკსა და მის რეგიონულ დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკსა და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

 

მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალუ

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველოს მთავრობამ შეუდარებლად იმუშავა
2020-04-29მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველოს მთავრობამ შეუდარებლად იმუშავა
რ გვერდზე ეხმაურება.

 

„მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკს 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის. მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პროექტ Log In Georgia-ს ფარგლებში, რათა სოფლად 700-ზე მეტი ადგილი დავუკავშიროთ ინტერნეტს. ერთად დავძლევთ კრიზისს! მადლობა სებასტიან მოლინეუსს მისი ძალისხმევისთვის!“, – წერს გიორგი გახარია.

 

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X