
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება და აქტუალურობას არ კარგავს.
სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრემიერ გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით, თუმცა დღეს პრემიერი მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.









გიორგი გახარიას მეორე ნახევარი ექიმი მარიკა ფანცულაიაა.
37 წლის მარიკა ფანცულაია „ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანნა ჰყავთ.
ანნა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ, რის შესახებაც ცნობილმა მუსიკოსმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 2018 წელს, ღამის კლუბებში სპეც-ოპერაცია ჩატარდა.






















