14:29 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

გიორგი გახარია ოპონენტებს წიგნის წაკითხვას, ან მათემატიკაში გავარჯიშებას ურჩევს

გიორგი გახარია ოპონენტებს წიგნის წაკითხვას, ან მათემატიკაში გავარჯიშებას ურჩევს

ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან არითმეტიკას მიხედეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს.

 

„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნას უნდა 80 ათასი დოლარიდან 120 ათას დოლარამდე. 5 ათასი საწოლი ადგილი რომ შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან არითმეტიკას მიხედეთ.

 

საერთოდ არ მაინტერესებს რა დატოვა, ან სად წავიდა! - პრემიერი სოსო გოგაშვილის ოცნებიდან წასვლაზე
2020-10-07საერთოდ არ მაინტერესებს რა დატოვა, ან სად წავიდა! - პრემიერი სოსო გოგაშვილის ოცნებიდან წასვლაზე

 

ჯერ ერთი, ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს. 5 ათასი საწოლი დღეს გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ მუდმივ მზაობაში გვქონდეს 5 ათასი საწოლი ადგილი ახალი წლისთვის. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ დარეზერვებული გვქონდეს. ეს საწოლი ადგილები იქნება სახელმწიფოს განკარგულებაში კოვიდისთვის. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა კლინიკებმა უნდა გაათავისუფლოს ადგილები. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, დამატებით 5 ათას საწოლზეც მოგვიწევს გამოცხადება, ან პირიქით“, – განაცხადა გახარიამ.

ავტორი: Prime Time

X