15:05 | 2021-05-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გიორგი გახარიამ ამომრჩეველს „ფეისბუქის“ სთორით აცნობა, რა ერქმევა მის პარტიას

გიორგი გახარიამ ამომრჩეველს „ფეისბუქის“ სთორით აცნობა, რა ერქმევა მის პარტიას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ 29 მაისს პარტიის პირველ ყრილობას გამართავს.

 

დღევანდლამდე უცნობი იყო, რა ერქმეოდა ახლადდაფუძნებულ პარტიას.

 

სულ რამდენიმე წუთის წინ, გიორგი გახარიამ, „ფეისბუქ“ სთორიში დადო ფოტო, სადაც პარტიის ლოგო და სახელწოდება ჩანს.

 

„საქართველოსთვის“ – სწორედ ასე ერქმევა ექსპერმიერის ახლადდაფუძნებულ პარტიას.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობა „ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება.

 

„ტვ პირველის“ ცნობით, ღონისძიება 17 საათზე დაიწყება და მას დაახლოებით 400 კაცი დაესწრება

 

No description available.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X