20:48 | 2020-11-02 ავტორი: Prime Time

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

 

პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.

ავტორი: Prime Time

X