11:14 | 2020-05-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ

გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში მოუსმენენ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„ქვეყანა 31 მარტიდან 22 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ეს ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს საზოგადოების მიმართ.

 

კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ
2020-05-21კომენდანტის საათი უქმდება - მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეეძლებათ

 

ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები, მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით.

 

საბოლოოდ, ეს საკითხები ეხება კითხვებს, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში.

 

ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთოთ. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. ყველა, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X