17:11 | 2021-03-31 ავტორი: Prime Time

გიორგი გამსახურდია: ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ ენმ-ს

გიორგი გამსახურდია: ზვიადის სახელის ხსენებას ვუკრძალავ კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ ენმ-ს

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით გიორგი გამსახურდია twitter-ზე პოსტს აქვეყნებს.

 

გიორგი გამსახურდია “ნაციონალურ მოძრაობას” “პუტჩისტების თავშესაფარს” უწოდებს და ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენებას უკრძალავს.

 

“დღეს ზვიადის დაბადების დღეა, სურათზე მას უკან მოჰყვებიან ერთგული ადამიანები, ნ.შარვაძე და ტ.გელანტია. ზვიადის სახელის ხსენებას პირადად ვუკრძალავ, კრიმინალების და პუტჩისტების თავშესაფარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სახელად ენმ ქვია. არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, მისი სახელის ხსენების”, – წერს გიორგი გამსახურდია.

დღეს ზვიად გამსახურდია 82 წლის გახდებოდა

ავტორი: Prime Time

X