
საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კვიპროსული მედია თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებს.
მიზეზი „ანორთოსისისა“ და „აპოლონს“ შორის გამართული მატჩია. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც „აპოლონის“ ფეხბურთელი თერთმეტმეტრიანს ასრულებდა, კვიპროსული მედიის მტკიცებით მას ლორიამ მიანიშნა, რომ მარცხენა კუთხეში დაერტყა. კვიპროსულ მედიას მტკიცებულებად ლორიას მხრიდან მარცხენა მიმართულებით თავის გაქანება მოჰყავს.
ამ საკითხზე ჟურნალისტებმა „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს, თუმცა ქართველმა სპეციალისტმა კითხვას არ უპასუხა.
აღნიშნული ეპიზოდის შესწავლა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომისიამ დაიწყო.























