15:22 | 2020-05-18 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გიორგი რურუა – იარაღზე ჩემი ანაბეჭდი არ ყოფილა 

გიორგი რურუა – იარაღზე ჩემი ანაბეჭდი არ ყოფილა 

იარაღს ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია და არც ჩემს შარვალს ჰქონდა მეტალიზაციის კვალი, – ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ განაცხადა.

 

„ბატონო მოსამართლე, თუ არ შევცდი, ბრალდების მხარემ, როდესაც მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გაამახვილა ყურადღება, თქვა რომ თურმე იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია და არც შარვალზე არ იყო მეტალიზაციის კვალი.

 

მაშინ, როდესაც მძიმე დანაშაულის კატეგორია ჯგუფურად განხორციელდა კრიმინალური პოლიციის მხრიდან, ჩემ მიმართ ჩემდა სამწუხაროდ, ეს ორი ახალგაზრდა ბრალდებული ზურგით წამოიყვანეს,“ – განაცხადა რურუამ.

 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

 

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X