
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, მსჯავრდებული გიორგი რურუა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
„არაფერი მოულოდნელი – დამონებული სასამართლო სწორედ ასე იქცევა. „ქართული ოცნება“ მთლიანად საბჭოური მოვლენაა – აზროვნებით, მოქმედებით, გემოვნების თავისებურებით, უვიცობით, უტიფრობით. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი”, – წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.























