
ტელეკომპანია “მთავარის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პატიმარი გიორგი რურუა საპატიმროდან სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ის სხვებთან ერთად სოლიდარობას ნინუცა მაყაშვილსუცხადებს და წერს, რომ მსახიობი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები.
„კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა გიორგი მუმლაძეს, გამორჩეულ მოქალაქეს და პატრიოტს, რომლის დაკავებაც უფრო მეტ პოლარიზებას და განხეთქილებას გამოიწვევს. ასევე ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ ძმებ წულუკიძეებს და ძმებ ჭელიძეებს. რაც ხდება ნამოხვანში, თბილისსა და ბათუმში ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ყალიბდება ჯანმრთელი, ძლიერი და სამართლიანი საზოგადოება.
ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს და ყველა ქალს, თქვენ ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა დავიცვათ და მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები.
ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი გიორგი რურუა” – წერს რურუა.






















