
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია წერს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლო ამ შუადგომლობას არ დათანხმდა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.






















