
„ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა,“- „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
როგორც იგი ამბობს, ბოლო პერიოდში სამთავრობო მედიასაშუალებები მასზე ბინძური კამპანიის აგორებას ცდილობენ.
„მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება.
იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ გონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით, და აბსურდით გადაფარავენ.
“ქართლი ოცნების” მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის.
„მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გიორგი რურუა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
რურუა ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.
ასევე, ნახეთ: პატიმრები თუ პოლიტპატიმრები? – რას ედავებიან ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას






















