
თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას სასამართლო სხდომა გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. დაეთანხმება თუ არა, აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა, ეს უცნობია.
„ციხეში მხოლოდ იმიტომ იმყოფებმა, რომ არის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი. შესაბამისად, რაც მალე დასრულდება მისი უკანონო პატიმრობა, მით უკეთესია ყველასთვის, მით უმეტეს ქვეყნისთვის,“ – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.






















