
„ტვ პირველი“ ექსკლუზიურ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც 19 ივნისს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ახალგაზრდების დაპირისპირებაა ასახული.
ვიდეოჩანაწერში აგარაკზე დაწყებული ჩხუბის ეპიზოდში 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილიც ჩანს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქმის რამდენიმე ფიგურანტი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ირწმუნებოდა, რომ შაქარაშვილი სახლში იმყოფებოდა და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. მათ შორის იმ დღის იუბილარი გოგონა, ანი გაბეჩავაც იგივეს ადასტურებდა.
გადაცემის სრულ ვერსიას შაბათს, 20:00 საათზე „ნოდარ მელაძის შაბათში“ იხილავს მაყურებელი.























