20:04 | 2020-08-03 ავტორი: თამთა თორდია

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მისი სახელობის სტადიონის გახსნაზე – ფოტოები 

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მისი სახელობის სტადიონის გახსნაზე – ფოტოები 

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.

 

გახსნაზე გიორგის დედა, გიორგის და, ბებია და მეგობრები იმყოფებოდნენ. საბურთალოზე სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი ოფიციალურად მიანიჭეს.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, პოლიციამ  17 პირი დააკავა და სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

ავტორი: თამთა თორდია

X