13:15 | 2020-07-10 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება

გენერალური პროკურატურის ცნობით, გიორგი შაქარაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდა.

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა - ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის საქმეზე
2020-07-10გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა - ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის საქმეზე

 

„კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური,

 

ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები
2020-07-10ექსპერტიზა: შაქარაშვილს აღენიშნება მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები

 

საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X